ბაროპოდომეტრია

ბაროპოდომეტრია არის ტერფის დგომისა და წნევის გადანაწილების ციფრული კვლევა. სენსორული პლატფორმის გამოყენებით ფასდება ტერფის ბიომექანიკა როგორც სტატიკურ (დგომისას), ისე დინამიკურ (სიარულის) ფაზაში, რაც უზრუნველყოფს შეუიარაღებელი თვალით უხილავი ფარული დისბალანსის გამოვლენას.
რას აანალიზებს
- ტერფის ზედაპირზე წნევის გადანაწილების ზონებს
- სხეულის წონის გადანაწილებას მარჯვენა და მარცხენა კიდურზე
- ნაბიჯის ფაზებსა და მაქსიმალური დაწოლის (გადატვირთვის) წერტილებს
- ტერფის ანატომიურ ტიპს
ვის ესაჭიროება
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (ტერფი, მუხლი, მენჯ-ბარძაყი, წელი) ტკივილისა და დისკომფორტის მქონე პირებს. ასევე, სპორტსმენებსა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს - ტრავმების პრევენციისა და მოძრაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ასევე, კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაშის დასამზადებლად.
ღაბაშები


