ინდივიდუალური ღაბაშები
მაღალტექნოლოგიური კვლევიდან სრულყოფილ შედეგამდე. აღმოაჩინეთ 4 წამყვანი ტექნოლოგიით დამზადებული ინდივიდუალური ღაბაშები თქვენი სხეულის ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის.
596 111 121ინდივიდუალური დიზაინი
თითოეული მოდელი მზადდება ინდივიდუალურად, კვლევის მონაცემებისა და თქვენი ტერფის ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.
მორგებული ცხოვრების წესზე
სპორტი, ყოველდღიური მოხმარება თუ სპეციფიკური სამედიცინო საჭიროება, ჩვენ ვარჩევთ ტექნოლოგიასა და მასალებს თქვენი მიზნების შესაბამისად.
ყოველდღიური სიმსუბუქე
მსუბუქი და სუნთქვადი მასალები უზრუნველყოფს კომფორტს მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელში.

EVA Classic
ფასი
230 ლარიდან
- მსუბუქი EVA მასალის კონსტრუქცია
- სტანდარტული ამორტიზაცია და დარტყმის შთანთქმა
- მორგებულია ფართე ყალიბის მქონე ფეხსაცმელზე
- აკმაყოფილებს ყოველდღიურ მინიმალურს მოთხოვნებს
იდეალურია
რეკომენდებულიVimaNova
ფასი
250 ლარიდან
- გერმანული VimaNova-ს ტექნოლოგიით შექმნილი უნივერსალური პრემიუმ კლასის მოდელი
- ჰიბრიდული კომპოზიტური კონსტრუქცია მაღალი დონის კომფორტისა და გამძლეობისთვის
- მზადდება და გაიცემა ვიზიტის დღესვე 30-40 წუთში
- მასალა სრულად ინარჩუნებს თვისებებს ყოველდღიური დასველებისა და რეცხვის პირობებში
იდეალურია
რეკომენდებული3D Performance
ფასი
300 ლარიდან
- ამიერკავკასიაში პირველად, მაღალტექნოლოგიური ღაბაშის სრულიად ახალი სტანდარტი
- წყალგამძლე და რეცხვადი სტრუქტურა
- ენერგიის გადაცემის იმპულსის შემცირების მაღალი კოეფიციენტი
- ბადისებრი სტრუქტურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ვენტილაციას
- კორექციის მაქსიმალური შესაძლებლობა
იდეალურია

3D Expert
ფასი
750 ლარიდან
- ამიერკავკასიაში პირველად, თანამედროვე 3D ტექნოლოგიით შექმნილი ინდივიდუალური პრემიუმ/ექსპერტ-კლასის მოდელი
- ინარჩუნებს 3D Performance-ის პრემიუმ მახასიათებლებებს: ვენტილაციას, იმპულსის შემცირებასა და კორექციის უნარს
- დიზაინში ინტეგრირებული მიკრო-ელემენტები: ნავისებრი ძვლის საყრდენი "კოშკები", დაბალი ხახუნის კოეფიციენტის არეები, ქუსლი ფიალა და სხვა 15მდე დამცავი მოდული
- მორგებულია პაციენტის უნიკალურ მოთხოვნილებებზე
იდეალურია
შეადარეთ ყველა მოდელი
იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი ღაბაში.
| EVA Classic | VimaNova | 3D Performance | 3D Expert | |
|---|---|---|---|---|
მკურნალობა | 7 | 8 | 10 | 10 |
პრევენცია | 6 | 8 | 9 | 10 |
ვენტილაცია | 2 | 5 | 10 | 10 |
კომფორტი | 5 | 7 | 10 | 10 |
თავსებადობა | 5 | 8 | 9 | 10 |
გამძლეობა | 3 | 9 | 9 | 10 |
ყოველდღიურობა | 7 | 10 | 10 | 10 |
სპორტი | 2 | 7 | 9 | 10 |
ტექნოლოგია |
შეფასებები 1-დან 10-მდე სკალაზე, ბიომექანიკური ეფექტურობის, კომფორტისა და გამძლეობის მიხედვით.
ინდივიდუალური ღაბაშის შექმნის პროცესი
ბიომექანიკური კვლევა
თქვენი ტერფის ანატომიასა და მოძრაობის დინამიკას შესწავლა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პლატფორმის მეშვეობით, რათა ზუსტად განვსაზღვროთ ტკივილისა თუ დისბალანსის მიზეზი.
ციფრული მოდელირება და წარმოება
მიღებული მონაცემებით იქმნება ტერფის 3D მოდელი. ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით პროექტირდება დიზაინი და ღაბაში მზადდება თქვენთვის შერჩეული ტექნოლოგიით (3D ბეჭდვა, კომპოზიტური ყალიბი ან ციფრული სივრცული ჭრა).
მორგება და რეკომენდაციები
პროდუქტის ჩაბარებისას მოწმდება ღაბაშისა და ფეხსაცმლის თავსებადობა. მოგეწოდებათ მკაფიო ინსტრუქცია მოვლისა და ეტაპობრივი ადაპტაციის შესახებ.
ვერ წყვეტთ, რომელი ღაბაში გჭირდებათ?
მობრძანდით. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
596 111 121
