Ortho Foot
Ortho Foot

Ortho Foot-ის შესახებ

ბიომექანიკის კვლევის და მკურნალობის ჰაბი

ჩვენი ისტორია

საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში 2013 წლიდან

„ორთო ფუთი“ 2013 წელს ენთუზიასტი ექიმების გუნდის მიერ დაარსდა. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოში ბიომექანიკური კვლევებისა და მკურნალობის სფეროს სრული მოდერნიზება იყო. კომპანიის მამოძრავებელი ძალა თავიდანვე ეფუძნებოდა უახლესი სადიაგნოსტიკო სისტემების, წამყვანი ტექნოლოგიების, ინოვაციური მასალებისა და მკურნალობისა თუ მონიტორინგის თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

დღეს „ორთო ფუთი“ ინარჩუნებს თავის პირვანდელ ხედვას და წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერს ჩვენს სფეროში. ჩვენ ვართ ისეთი გლობალური ბრენდების სტრატეგიული პარტნიორები და ოფიციალური წარმომადგენლები კავკასიის რეგიონში, როგორებიცაა SensorMedica (იტალია) და VimaNova (გერმანია). ასევე, ორთო ფუთი წარმოადგენს 10-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებლის ოფიციალურ დისტრიბუტორს გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან.

ჩვენი ფილოსოფია მარტივია: თითოეული პაციენტი უნიკალურია და სრულად ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ჩვენი მისიაა, მივცეთ ყველას შესაძლებლობა, იცხოვროს კომფორტულად, ტკივილის გარეშე და ისიამოვნოს ჯანსაღი, თავისუფალი ცხოვრების სტილით.

საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში 2013 წლიდან

აღჭურვილობა და ტექნოლოგიები

„ორთო ფუთი“ აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების, მათ შორის იტალიური SensorMedica-სა და გერმანული VimaNova-ს უახლესი აპარატურით. ჩვენი ტექნოლოგიური სისტემა აერთიანებს მაღალი მგრძნობელობის ბაროპოდომეტრიულ პლატფორმებს, ფოტონურ 3D პოდოსკანერებს, სრული სხეულის 3D LiDAR სკანერებსა და ინერციულ (IMU) სენსორებს სიარულის კინემატიკური ანალიზისთვის. ეს თანამედროვე აღჭურვილობა გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ სხეულის ზუსტი ციფრული მონაცემები, რაც შემდგომ CAD/CAM მოდელირებისა, 3D ბეჭდვის და CNC ტექნოლოგიით, სრულყოფილ ინდივიდუალურ ორთოპედიულ პროდუქტად გარდაიქმნება.

აღჭურვილობა და ტექნოლოგიები

თქვენზე ორიენტირებული მიდგომა

ციფრული მედიცინა თქვენი კომფორტისთვის

ვიყენებთ ბიომექანიკური კვლევის უახლეს მიღწევებს, რათა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცესი იყოს თქვენთვის მარტივი, გასაგები და შედეგიანი.

თქვენზე მორგებული გამოსავალი

ჩვენთან არ არსებობს უნივერსალური რეცეპტები. თითოეულ პაციენტს ვთავაზობთ მხოლოდ მის ანატომიასა და ცხოვრების წესზე მორგებულ უნიკალურ მიდგომებს.

ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი

ჩვენი პრიორიტეტი კლინიკის მიღმა თქვენი კომფორტია. იქნება ეს აქტიური სპორტი, საყვარელი ჰობი თუ უბრალოდ მშვიდი ყოველდღიურობა, ჩვენ ვზრუნავთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს მოძრაობის თავისუფლება და ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი.

გვეწვიეთ

კ. მარჯანიშვილის ქ. №6 · ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

დაჯავშნეთ ვიზიტი