
მეტატარზალგია არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ტერფის წინა ნაწილის ტკივილითა და წვის შეგრძნებით, კერძოდ თითების უკან არსებული საყრდენი ბალიშების მიდამოებში. პაციენტები ხშირად აღწერენ შეგრძნებას ან ისეთ დისკომფორტს, თითქოს ფეხსაცმელში კენჭი ჩაუვარდათ.
ტკივილი და დისკომფორტი ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც ტერფის განივი თაღი ეშვება, რასაც მედიცინაში განივი ბრტყელტერფიანობა ეწოდება. ამ დროს ტერფის წინა ნაწილის ძვლები, კონკრეტულად კი მეტატარზალური თავები, ჩვეულებრივზე დიდი ძალით აწვება რბილ ქსოვილებს. მუდმივი ზეწოლა იწვევს ქსოვილების მექანიკურ გადატვირთვას.
რბილ ქსოვილებზე მეტატარზალური თავების მუდმივი და ძლიერი ზეწოლისას თავდაპირველად ხდება კანის გაუხეშება, შემდეგ კოჟრების ჩამოყალიბება და ბოლო ეტაპზე წყლულების განვითარება, რასაც თან ახლავს ანთებითი პროცესი. ეს ყველაფერი იწვევს გადაადგილებისას ტკივილს და უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე. მსგავსი ჩივილების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტერფის ბიომექანიკის სათანადო შეფასებას.
კლინიკა „ორთო ფუთი“ ატარებს ტერფის ბიომექანიკურ შეფასებას და ბაროპოდომეტრიას SensorMedica აპარატურით. ეს გვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ წნევის განაწილება ტერფზე და გამოვავლინოთ პრობლემური ზონები. მიღებული მონაცემების საფუძველზე, პაციენტისთვის მზადდება ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაში, რომელიც მორგებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
სხეულის დაზიანებული უბნები
- ტერფის წინა ნაწილი
- ტერფის თაღი
- ტერფი
ჩივილები
- 01წვის შეგრძნება ტერფის წინა ნაწილში.
- 02ფეხსაცმელში კენჭის არსებობის მსგავსი დისკომფორტი.
- 03ტკივილი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას.
- 04კანის გაუხეშება ბალიშებთან.
- 05კოჟრების წარმოქმნა ტერფის წინა ნაწილზე.
- 06ანთებითი პროცესი მეტატარზალური ძვლების არეში და მუდმივი ტკივილი.
კონსერვატიული მკურნალობის მიღებული მეთოდები
ეს მეთოდები მიღებულია საერთაშორისო კლინიკურ პრაქტიკაში და არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი კლინიკის მიდგომას.
- ტერფის ბიომექანიკური შეფასება და ბაროპოდომეტრია SensorMedica აპარატურით.
- მიღებული კვლევის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაშის დამზადება.
- ინდივიდუალურ ღაბაშზე სპეციალური მეტატარზალური ბალიშის განთავსება, რომელიც აწევს განივ თაღს და მტკივნეულ უბანს განტვირთავს.
დაკავშირებული პროდუქტები
მოცემული პროდუქტები ჯერ არ იყიდება და მათი შეძენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მოცემული სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ ანაცვლებს სამედიცინო კონსულტაციას Ortho Foot კლინიკაში.



