
ქუსლის დეზი არის ძვლოვანი წანაზარდი, რომელიც ქუსლის ძვლის (კალკანეუსი) ქვედა ზედაპირზე ვითარდება. ის ხშირად თან ახლავს პლანტარული ფასციის ანთებას და მნიშვნელოვნად აუარესებს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს.
მთავარი მიზეზი ქუსლის ქვედა ზედაპირზე განმეორებადი მექანიკური სტრესია. ეს იწვევს დროთა განმავლობაში ძვლოვანი ქსოვილის დამატებით გაზრდას,რაც წვეტიანი წანაზარდის ფორმირებაში გამოიხატება.
ქუსლის დეზს რენტგენზე ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე — ტკივილი უმეტესად ძვლის ზომას კი არ უკავშირდება, არამედ მიმდებარე ქსოვილების ანთებას. სწორი ბიომექანიკური მკურნალობა ინდივიდუალური ღაბაშებით, რაც ხელს უწყობს დატვირთვის სწორად გადანაწილებას, ძალიან ეფექტურია.
სხეულის დაზიანებული უბნები
- ქუსლის ძვალი
- პლანტარული ფასცია
ჩივილები
- 01მწვავე, ჩხვლეტის ტიპის ტკივილი ქუსლში დილით.
- 02ტკივილი ხანგრძლივი დგომის ან სიარულის შემდეგ.
- 03ქუსლის ქვედა ნაწილის მგრძნობელობა.
- 04ანთება და სიმაგრე ქუსლის გარშემო.
- 05ტკივილი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ მწვავდება.
კონსერვატიული მკურნალობის მიღებული მეთოდები
ეს მეთოდები მიღებულია საერთაშორისო კლინიკურ პრაქტიკაში და არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი კლინიკის მიდგომას.
- ბაროპოდომეტრიული შეფასება ქუსლზე ზეწოლისა და გადატვირთვის ზუსტი სურათის მისაღებად.
- ინდივიდუალური ღაბაშები ქუსლის ჩაღრმავებული ელემენტით — ქუსლზე პირდაპირი ზეწოლის შესამცირებლად.
- პლანტარული ფასციის გაჭიმვისა და წვივის კუნთების გაძლიერების პროგრამა.
- ფეხსაცმლის კორექცია შესაბამისი ამორტიზაციით მწვავე ფაზის დროს.
დაკავშირებული პროდუქტები
მოცემული პროდუქტები ჯერ არ იყიდება და მათი შეძენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მოცემული სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ ანაცვლებს სამედიცინო კონსულტაციას Ortho Foot კლინიკაში.



